logo
ENG



ბიბილოვის თქმით, უკრაინაში რუსების დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის [ვიდეო]

26 მარ 202218:27
3 წუთის საკითხავი
 
ბიბილოვის თქმით, უკრაინაში რუსების დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის [ვიდეო]

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად სამხედროებს აგზავნის.

ბიბილოვის მტკიცებით, "თუ ფაშიზმს არ ჩავახსობთ ახლა, მომავალში ის საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ოსეთს".

"ჩვენმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ მიდიან რუსეთის დასაცავად, მიდიან ოსეთის დასაცავად. დაბრუნდით გამარჯვებულები და ცოცხლები", - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა და სამხედროების გამგზავრების ვიდეო გამოაქვეყნა.

მანამდე ადგილობრივი მედიებიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ


close დახურვა